ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ქარელში ყაზბეგის ქუჩის მეორე ნაწილის ასფალტირების სამუშაოები. ამჯამად მიმდინარეობს საფუძვლისა და ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონით. სულ დაიგება კილომეტრი გზის საფარი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თანადაფინანსებით, რაზეც დაიხარჯება 444800 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს "იბოლია".
↧