„აჩუქე წიგნი“-ს კვირეულის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდაში დაწყებითი საფეხურის სკოლას ემსტუმრნენ. სკოლაში ამჟამად 6 მოსწავლე ირიცხება. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.
↧