ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი გაეცნო სოფელ ქვემო შაქშაქეთის გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის ქვედაფენის ასფალტობეტონით მოწყობა. სულ დაიგება 0,975 გრძ.მეტრი ასფალტის საფარი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 435 430 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია“.
↧