ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ქ.ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებულ სკვერში ამორტიზირებული კიბეებისა და ბეტონის ფილების დემონტაჟი. მოეწყობა საბავშვო მოედანი დაწნეხილი კაუჩუკის ფილით და განთავსდება საბავშვო ატრაქციონები. კიბის საფეხურები და საყრდენი კედლები მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით. დაიგება ბეტონის ქვაფენილი, განახლდება სკვერის განათება და საპარკე სკამები. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა [...]
↧