საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო საერთაშორისო კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით დაარსდა. მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო. აღნიშნულ კამპანიაში წლების მანძილზე ქარელის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობს. დღეს, 17 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების მიერ მოწყო დასუფთავების აქცია, შერჩეული იქნა ლოკაცია სოფელ აფნისის მიმდებარე ტერიტორია.
↧