სოფელ სამწევრისში მიმდინარეობს გზის ასფალტირების სამუშაოები, რომელიც მოიცავს როგორც გზის ასფალტობეტონით მოწყობას, ასევე რკინაბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თანხით 459 983 ლარი. სულ დაიგება და მოეწყობა 1 კმ-ანი გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია“.
↧