ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი დაესწრო ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის გახსნას. 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი არის სრულად აღჭურვილი და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტი დაფინანსდა გერმანიის განვითარების ბანკის მიერ და განახორციელა ლტოლვილთა დანიის საბჭომ, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.
↧