ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - სათვის, ქარელის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს სამუშაო ოთახების მოწყობა. პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული ოთახების სარეკონსტრუქციო-სარემონტო და ახალი ოთახების მიშენების სამუშაოები. მოეწყობა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი, გათბობის სისტემა. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ასრულებს შპს „ალმე“.
↧