დღეს, 25 მაისს, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, ზღუდრის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა აქცია „მოსიარულე ბიბლიოთეკა“. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დროებით სარგებლობაში შეერჩია სხვადასხვა ჟანრის სასურველი წიგნი. აღნიშნული ღონისძიება არ არის ერთჯერადი ხასიათის და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს დაფარავს.
↧