დღეს ,14 ივნისს, ქარელის კულტურის სახლში გაიმართა ,,კლასიკური მუსიკის ფესტივალი". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქარელის, აგარის, ქარელის ხელოვნების სკოლის ბრეთის განყოფილებისა და რუისის ხელოვნების სკოლების მოსწავლეებმა,რომლებიც მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ მსმენელის წინაშე. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ფესტივალში მონაწილე ყველა სკოლას გადაეცა სიგელები და საჩუქრები.
↧