ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ქარელში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ხდება ძველი ამორტიზირებული ბეტონის არხის დემონტაჟი და ახალი რკინა-ბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა ანაკრები ღარებით.არხზე მოეწყობა ჩამკეტები.გარკვეულ მონაკვეთზე მოხდება არსებული არხის კედლების ამაღლება.მთლიანობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 380 მეტრის სიგრძის არხს. პროექტი ფინანსდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.სამუშაოებს ასრულებს შპს „ჯეო კონსტრაქშენი“.
↧