ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ წვერში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, წყალგამტარი მილები და კიუვეტები.სულ დაიგება 919 გრძივი მეტრი გზის საფარი.ამ ეტაპზე მოწყობილია საფუძველი და მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით. პროექტი ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია“.
↧