ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ქარელში სპორტული სტადიონის მიმდებარედ ორივე მხარეს, ყაზბეგის ქუჩაზე, მიმდინარე ასფალტირების სამუშაოები. ცალკეულ მონაკვეთებში მოხდება ფრაგმენტებად შემორჩენილი ძველი ასფალტის ფრეზირება და დაიგება ასფალტობეტონის ახალი 1 კმ-ანი გზის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს სამოსის ქვედა ფენის მოწყობა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 444800 ლარი. [...]
↧